NBA. რეგულარული: "ინდიანამ" მოიგო, გოგა ბითაძე არც კი ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს NBA-ს რეგუალრული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანამ" სტუმრად "ოკლაჰომა" 107:100 დაამარცხა. ქართველი ცენტრი განაცხადში იყო, თუმცა სამწუხაროდ მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძეს სათამაშო წუთი არ მისცა.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 24 ქულა თიჯეი უორენმა ჩააგდო, დომანტას საბონისმა 17 ქულას 13 მოხსნა მიამატა. მაილს ტერნერტმა 26 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"ოკლაჰომადან" სტივ ადამსი 20 ქულით გამოირჩა, შროდერმა და გალინარიმ კი 18-18 ქულა ჩააგდეს.

მომდევნო მატჩს "ინდიანა" 7 დეკემბერს სტუმრად "დეტროიტთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის
სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-გოლდენ სტეიტი 106:91
დეტროიტი-მილუოკი 103:127
ორლანდო-ფინიქსი 128:114
ატლანტა-ბრუკლინი 118:130
ბოსტონი-მაიამი 112:93
ჩიკაგო-მემფისი 106:99
დალასი-მინესოტა 121:114
იუტა-ლეიკერსი 96:121
პორტლენდი-საკრამენტო 127:116
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთხელ უკვე დავწერე ამის თაობაზე, ყველა ევროპელი ლუკა დონჩიჩი ვერ იქნება... გოგას კიდევ მიეცემა უამრავი შანსი ინდიანაში და დარწმუნებული ვარ ის იქნება ყველაზე წარმატებული ქართველი ნბა-ში, ამისათვის არაა საჭირო მაინდამაინც ნბა-ს მოგება, ამას უფრო იღბალი სჭირდება...სკეპტიკოსებს კი ცოტა მოცდას ვთხოვ, ყველაფერი ნბა-სთან შეგუებას სჭირდება, აქ სხვა სიჩქარეებია და სხვა ტაქტიკური ბრძოლებია...
Maximus
17:14 06-12-2019
0
ახლავე უნდა წავიდეს...თორემ მეორად- ,,დამყენებელ,, კალათბურთელად გადააქცევენ -დატოვებენ ...არადა გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია!
გლახუნა
20:36 05-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული